2016 წლის თებერვალში გავიარე ისტ -ის საბაზო კურსი. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მოიცავდა 24 საათს.
2016 წლის მარტ-აპრილ-მაისში გავიარე ისტ -ის გამოყენება სასწავლო პროცესში. ტრენინგის შესწავლის ხანგძლივობა მოიცავდა 39-საათს.
ზემო აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ასევე ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობასა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას.
ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ისტ- ის გამოყენებას სამ ფაზიანი გაკვეთილის დასაგეგმად, საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტსა და საძიებო სისტემის საშუალებით საპრეზნტაციო სლაიდშოუს შექმნას. ასევე გავეცანი, შეფასების ძირითად პრინციპებს და შევქმენი შეფასების რუბრიკები. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება ისტ -ის გამოყენებით. შევქმენი ელექტრონული პორტპოლიო ბლოგის სახით.
ტრენინგ-კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას , ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას და სწავლა -სწავლების პროცესის ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო პროცესის წარმართვას.
No comments:
Post a Comment